ქართულად · უფასოდ · რეგისტრაციის გარეშე

ზრუნვა, რომელსაც შენი ესმის

Sheo შენი პირადი ასისტენტია სილამაზისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის: ციკლი და მთვარის ფაზები, ჰორმონების ცვლილება, სიმპტომები და რჩევები, ინგრედიენტების გზამკვლევი და 200 სტატია სანდო წყაროებიდან.

✦ ნინოს ამბავი: რომელი სამყარო ამიჩქარებს გულს? →
მენსტრუაცია · დღე 1
მზარდი მთვარე
200სტატია ქართულად
230+ინგრედიენტის განმარტება
14სიმპტომი, თითოეულზე რჩევა
0რეგისტრაცია და პაროლი

შინაარსი ეყრდნობა: womenshealth.gov · CDC · NIH (NCCIH, NIMH) · MedlinePlus · FDA · ამერიკის დერმატოლოგიური აკადემია

შესაძლებლობები

ყველაფერი, რაც შენს სხეულსა და კანს ეხება — ერთ ნაზ აპში

ციკლი და მთვარე

შენი ციკლის ყოველი დღე — მთვარეებად

ციფრის გარშემო რგოლზე თითო მთვარე შენი ციკლის ერთი დღეა: ფორმა იმ დღის ნამდვილ მთვარის ფაზას აჩვენებს, ფერი კი — ციკლის ფაზას. დღევანდელი დღე ყოველთვის ზემოთაა, კალენდარში კი ყოველ დღეს თავისი მთვარე ახლავს.

  • შემდეგი მენსტრუაციის პროგნოზი
  • ციკლის რეგულარობა და ისტორია
  • მთვარის ზუსტი ფაზები ასტრონომიული გამოთვლით
ჰორმონები

როგორ იცვლება ესტროგენი, პროგესტერონი და LH

შენს ციკლზე მორგებული ლამაზი, ინტერაქტიული დიაგრამა:გადაასრიალე თითი ნებისმიერ დღეზე და ნახავ, რომელი ჰორმონი იზრდება და რომელი იკლებს — და რატომ გრძნობ თავს ასე.

  • სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული სქემა
  • ფაზის ახსნა მარტივი ენით
სიმპტომები და რჩევები სანდო წყაროებით
სიმპტომები და რჩევები

მონიშნე, რას გრძნობ — და მიიღე რჩევა

მუცლის ტკივილი, შებერილობა, დაღლილობა, ხასიათის ცვალებადობა… თითოეულ სიმპტომზე Sheo სანდო წყაროდან აღებულ რჩევას გაჩვენებს. ჩაიწერე, როგორ მიდის მენსტრუაცია — წერტილოვანი, ცოტა, ბევრი თუ ცვალებადი.

  • ნიშნები, რომელთა დროსაც ექიმთან მისვლა ღირს
  • გამონადენი, ტკივილი და კოლტები დღეების მიხედვით
ინგრედიენტის გვერდი: თვისებები და კანის ტიპები
ინგრედიენტები

გაიგე, რას ისვამ სახეზე

230-ზე მეტი ინგრედიენტი ქართულად: რას აკეთებს, ვის უხდება და რას უნდა მოერიდო. „ჩემს სიაში“ დაამატე ის, რაზეც ალერგია გაქვს — Sheo ყველგან გაგაფრთხილებს.

  • კანის ტიპების მიხედვით
  • კომედოგენურობა და გაფრთხილებები
დრო ჩემთვის

„როგორ ხარ დღეს?“

მონიშნე ხასიათი — მხიარული, მშვიდი თუ სევდიანი — და Sheo შესაფერის რიტუალს შემოგთავაზებს: სუნთქვა, კანის რუტინა, რეცეპტები, დღის აფირმაცია და რჩევა.

  • რვა ხასიათი, ფერადი ბარათებით
  • ცუდ დღეებში ნაზი შეხსენება საკუთარ თავზე ზრუნვაზე
სტატია ინტერაქტიული ბლოკებით და წყაროთი
სტატიები

200 სტატია — მხოლოდ სანდო წყაროებიდან

კანი, თმა, კვება, ძილი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ორსულობა, მენოპაუზა — ყველა სტატიას ახლავს წყარო, ბევრს კი დიაგრამები, ჩეკლისტები და „მითი თუ ფაქტი?“ ქვიზი.

  • womenshealth.gov, CDC, NIH, MedlinePlus, FDA, AAD
  • გამართული ქართული, ტერმინები ახსნილი

შენი სხეული თავის რიტმს მიჰყვება —
ისევე, როგორც მთვარე.

გახსენი Sheo
როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი

  1. 1

    გახსენი

    რეგისტრაცია და პაროლი არ გჭირდება — უბრალოდ გახსენი და აირჩიე, რა გაინტერესებს.

  2. 2

    მონიშნე

    პირველი დღე, ხასიათი, სიმპტომები ან კანის ტიპი — რამდენიც გინდა, იმდენი.

  3. 3

    მიიღე რჩევა

    Sheo შენზე მორგებულ რჩევებს, პროგნოზებსა და სტატიებს გაჩვენებს — ყოველდღე.

კონფიდენციალურობა

შენი მონაცემები შენია

  • ყველაფერი ინახება შენს ტელეფონზე — ციკლი, ხასიათი და სიმპტომები. ჩატში იგზავნება მხოლოდ შენი შეკითხვა და ციკლის ფაზის სახელი, და სერვერზე არ ინახება.
  • რეგისტრაცია არ არის საჭირო — არც ელფოსტა და არც ნომერი.
  • ფოტო AI-ანალიზისთვის მხოლოდ შენი თანხმობით იგზავნება და სერვერზე არ ინახება.
  • PIN-კოდით დაბლოკვა და მონაცემების ექსპორტი — ერთი შეხებით.
ვიდეო

ნახე Sheo მოქმედებაში

შენი რიტმი
რა წერია ეტიკეტზე?
დრო ჩემთვის
პარტნიორებისთვის

სილამაზის სალონები, სპა, კოსმეტიკის მაღაზიები და აფთიაქები

Sheo ყოველდღე ეხმარება ქალებს საკუთარ თავზე ზრუნვაში. გახდი პარტნიორი და გამოჩნდი იქ, სადაც შენს მომხმარებელს ეს ყველაზე მეტად სჭირდება — ნდობის დაკარგვის გარეშე.

  • სალონი და სპაპროფილი, ჯავშანი და ვიზიტის შეხსენება
  • კოსმეტიკის მაღაზია„სად ვიყიდო“ და პრომოკოდები
  • აფთიაქების ქსელიSheo-ს მოდული შენს აპში ან ლოიალობის პროგრამაში
  • წესი ერთიაინგრედიენტების შეფასება და რჩევები არასდროს იყიდება
მოგვწერე
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

Sheo უფასოა?

დიახ. აპი მომხმარებლისთვის უფასოა და რეგისტრაციას არ საჭიროებს.

Sheo ექიმს ცვლის?

არა. Sheo საინფორმაციო ასისტენტია და არა სამედიცინო მომსახურება — დიაგნოზს არ სვამს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართე ექიმს, გადაუდებელ შემთხვევაში კი დარეკე 112-ზე.

სად ინახება ჩემი მონაცემები?

შენს ტელეფონზე (ვებვერსიაში — შენს ბრაუზერში). ციკლის, ხასიათისა და სიმპტომების ჩანაწერები სერვერზე არ იგზავნება. ჩატში, თუ მას იყენებ, მიდის შენი შეკითხვა და ციკლის ფაზის სახელი, ხოლო ფოტო AI-ანალიზისთვის მხოლოდ შენი თანხმობით.

საიდან არის ინფორმაცია?

ავტორიტეტული წყაროებიდან: womenshealth.gov, CDC, NIH-ის ინსტიტუტები (NCCIH, NIMH), MedlinePlus, FDA და ამერიკის დერმატოლოგიური აკადემია. ყველა სტატიას წყარო ახლავს.

შეიძლება პროგნოზს კონტრაცეფციისთვის დავეყრდნო?

არა. ციკლის პროგნოზი სავარაუდოა და კონტრაცეფციისთვის არ გამოდგება.

როდის გამოვა iPhone-ზე და Android-ზე?

მალე. მანამდე Sheo სრულად მუშაობს ბრაუზერში — ტელეფონზეც და კომპიუტერზეც.

დაიწყე დღეს — შენთვის

სცადე უფასოდ